|
დასახელება:
წარმოების ტექნოლოგ-ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ფარკონი
|
|
გამოქვეყნდა: 09 იანვარი
/ ბოლო ვადა: 09 თებერვალი
|
შპს "ფარკონი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ტექნოლოგ-ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები: სამუშაო განაკვეთი კვირაში 5 დღე, შაბათ-კვირა დასვენება
მდებარეობა: ქუთაისი, გუმათის დასახლება, ხეთაგუროვის 22ა
ანაზღაურება: 900-1200 ლარი (კვალიფიკაციის მიხედვით)
ფუნქცია-მოვალეობები:
** წარმოებაში მიმდინარე პროცესების (ნედლეულის გადამუშავება, შეზავება, დაფასოება)ყოველდღიური მონიტორინგი და პროგრამული აღრიცხვა.
** წარმოებაში არსებული ნაშთების (ნედლეული, შესაფუთი მასალა, მზა პროდუქტი)მონიტორინგი და პერიოდული ინვენტარიზაცია.
** ნედლეულის და მზა პროდუქტის საწყობებს შორის გადაადგილების პროგრამული ასახვა.
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
** შეუსაბამობის დაფიქსირების შემთხვევაში შეუსაბამობის წერილობით დაფიქსირება წარმოების ხელმძღვანელთან და მთავარ ტექნოლოგთან, ხარისხის მენეჯერთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება კვების წარმოებაში
** APEX, ან სხვა საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება, ორგანიზებულობა, დროის მენეჯმენტი
** კონფიდენციალურობა და საქმეზე ორიენტირება, პუნქტუალურობა
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: m.beraia@farconi.com და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|