Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=692892&print=yes&view=jobs
 
საბანკო და დებიტორული ანგარიშების მართვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბანკო და დებიტორული ანგარიშების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 09 იანვარი / ბოლო ვადა: 30 იანვარი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

არქიში ვეძებთ საბანკო და დებიტორული ანგარიშების მართვის სპეციალისტის და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

** ინტერნეტბანკინგის მართვა;
** საბანკო ტრანზაქციების ჩამოტვირთვა, გატარება, მონიტორინგი;
** დებიტორულ ბაზებში თანხის გადახდების გატარების კონტროლი;
** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან/და ფინანსების მიმართულებით;
** სასურველია გამოცდილება იგივე ან მსგავს პოზიციაზე;
** Ms Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 30 იანვრის ჩათვლით:

https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია