|
დასახელება:
უმცროსი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
სითიქომი
|
|
გამოქვეყნდა: 09 იანვარი
/ ბოლო ვადა: 09 თებერვალი
|
ჩვენ შესახებ:
"სითიქომი" სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული სივრცეა, რომელიც 2017 წლიდან ზრუნავს მეზობლობის სიმარტივესა და გამჭვირვალობაზე. ის წარმოადგენს ერთგვარ "ციფრულ ყულაბას", სადაც შესაძლებელია, თვალი ადევნო შენი სამეზობლოს შემოსავლებსა და ხარჯებს, დაიქირაო სასურველი სერვისების პროვაიდერები, შეასრულო ავტომატური გადარიცხვები და თავი მოუყარო მეზობლებს ერთ სივრცეში.
პროფესიული განვითარების გარდა, "სითიქომში" დაგხვდება მეგობრული გარემო, არასამუშაო საათებში ბევრი საინტერესო აქტივობა და გართობა!
პოზიციის შესახებ:
ვეძებთ მოტივირებულ, დეტალებზე ორიენტირებულ და პასუხისმგებლობიან უმცროს ბუღალტერს, რომელსაც აქვს განვითარების სურვილი და შეძლებს ფინანსური პროცესების ეფექტიან მხარდაჭერას
ძირითადი მოვალეობები:
** ხარჯების პროგრამული ასახვა
** საბანკო ოპერაციების პროგრამული ასახვა
** შემოსავლების პროგრამული ასახვა
** ხელფასების დარიცხვა
** სასაქონლო მარაგების აღრიცხვა და კონტროლი
** პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება
** დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება ბუღალტერიაში, ფინანსებში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში
** RS.ge პორტალზე მუშაობის გამოცდილება
** საქართველოს საგადახდო კანონმდებლობის ზოგადი ცოდნა
** ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა
** საოფისე პროგრამების განსაკუთრების MS Exel -ის ცოდნა
** სასურველია 1C/Balance პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
რას გთავაზობთ ჩვენ:
** სამუშაო დრო: 10:00-18:00, დასვენება შაბათი და კვირა
** ექსკლუზიური შეთავაზებები პარტნიორი კომპანიებისგან
** დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
** მდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 23 (ნაფეტვრების ასახვევი)
რეზიუმეს ასატვირთად ეწვიეთ ბმულს: https://link.citycom.ge/3NCSM6o
გაცნობებთ, რომ "სითიქომში" შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშაოთ, გავუზიაროთ მესამე პირ (ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე.
|
|
|
|