|
დასახელება:
კატეგორიის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ბიბლუსი
|
|
გამოქვეყნდა: 09 იანვარი
/ ბოლო ვადა: 09 თებერვალი
|
"ბიბლუსი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.
მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ჩვენთან გელოდებათ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
სამუშაო აღწერილობა:
** ბაზრის ანალიზი და მაჩვენებლების წინა პერიოდებთან შედარება
** სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა
** კომპანიის მომხმარებელთან დაკავშირებული ანალიტიკა
** ქსელის თანამშრომლების მიერ კატეგორიის ცოდნის კვლევა და შემოწმება, ასევე ამ ცოდნის მიღებაზე ზრუნვა
** კატეგორიისა და ქვეკატეგორიის განსაზღვრა
** მომწოდებლებთან ურთიერთობის განვითარება
** იმპორტის შემთხვევაში ლოჯისტიკაში ჩართულობა, შესაბამისი დოკუმენტებით უზრუნველყოფა
** საბაჟო პროცედურებში ჩართულობა
** კატეგორიის/რეპორტინგის სპეციალისტის მიერ მომზადებული გაყიდვების რეპორტების ანალიზი
** ყოველკვირეული/ყოველთვიური ურთიერთობა მომწოდებელთან ეფექტური და მომგებიანი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად
** მერჩენდაიზინგის სტრატეგიის განსაზღვრა მერჩენდაიზინგის ასისტენტთან ერთად პლანოგრამის განსავითარებლად
** სივრცის ოპტიმიზაცია - დეფიციტების გამორიცხვა, მომგებიანი პროდუქტის ასორტიმენტის შენარჩუნება მოცემულ სივრცეში
** კატეგორიის სპეციალისთთან ერთად შეკვეთების მომზადება/განხილვა
** მომწოდებლებთან ვალდებულებების თვალყურის მიდევნება ფინანსური განყოფილების მონაცემებზე დაყრდნობით.
** კოორდინირების გაწევა კატეგორიის სპეციალისტის საქმიანობაზე და თანამშრომლობა სხვა კატეგორიის მენეჯერებთან, ქსელის მართვასთან, ლოჯისტიკასთან, ფინანსებთან, მარკეტინგთან.
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30;
** ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის 49;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@biblusi.ge.
|
|
|
|