Робота для біженців з України
პედაგოგის დამხმარე ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პედაგოგის დამხმარე ასისტენტი
მომწოდებელი: მშობლების თანადგომა
გამოქვეყნდა: 09 იანვარი / ბოლო ვადა: 18 იანვარი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაცია "მშობლების თანადგომის" 18+ დღის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას პედაგოგის დამხმარე ასისტენტის პოზიციაზე.

პირობები:

** მის: თბილისი, დიდუბე (მეტრო წერეთლის მიმდებარედ), თევდორე მღვდლის 46
** სამუშაო საათები მოიცავს კვირაში 5 სამუშაო დღეს 10 - 16 საათამდე.
** ხელფასი შეთანხმებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დაეხმაროს სპეცპედაგოგს და მონაწილეობა მიიღოს დღის ცენტრის ყველა აქტივობების განხორციელების პროცესში;
** ბენეფიციარის ინდივიდუალური გეგმის შედგენასა და განხორციელებაში ჩართულობა;
** ჯგუფური აქტივობების დაგეგმა და განხორციელებაში ჩართულობა, როგორც ცენტრში, ისე მის გარეთ;
** ბენეფიციარების ინდივიდუალურად დახმარება საჭიროების შემთხვევაში;
** შშმ 18 წელს ზემოთ ბენეფიციარების გამოყენებითი ხელოვნება და შრომითი საქმიანობის აქტივობაში ჩართულობა;
** გუნდური მუშაობა, თანამშრომლობა;
** დაიცვას ორგანიზაციის შინაგანაწესი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრი, ფსიქოლოგის, ოკუპაციური თერაპიის, სოცმუშაკის სპეციალობით, შესაძლებელია სტუდენტიც იგივე სპეციალობით;
** სასურველია ჰქონდეს შემოქმედებითი უნარი (კერვა, თექაზე მუშობა, ხატვა და ა.შ.)
** შერჩევით ეტაპზე უპირატესობა მინიჭება შშმ. პირებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კადრს

მოთხოვნები სპეციფიკური და პიროვნული უნარების მიმართ:

** სოციალურ სფეროში მუშაობის გამოკვეთილი ინტერესი;
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა;
** დატვირთულობის/დაძაბულობისა და კრიტიკის მიღების უნარი;
** კეთილსინდისიერება/სანდოობა;
** მოქნილობა, გამძლეობა (სტრესის დაძლევის უნარი);
** სხვების დახმარებაზე ორიენტაცია;
** კომუნიკაბელურობა, ინიციატივა;
** ადაპტაციის უნარი.
** პუნქტუალობა.

შერჩევის პროცედურა:

1 ეტაპი - CV-ის (ქართულ ენაზე) განხილვა;
2 ეტაპი - გასაუბრება;

გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: natiakikvadze52@gmail.com ელფოსტის "subject" ველში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თხოვნაა რეზიუმე გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 18 იანვარი, 2026 წელი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე