Робота для біженців з України
ბიზნეს-ასისტენტი და კონტენტის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნეს-ასისტენტი და კონტენტის კოორდინატორი
მომწოდებელი: ოსტეო დენტაშოპი
გამოქვეყნდა: 09 იანვარი / ბოლო ვადა: 09 თებერვალი
შპს "ოსტეო დენტაშოპის" წარმატებული და მეგობრული გუნდი იზრდება და ვეძებთ ბიზნეს-ასისტენტი და კონტენტის კოორდინატორს ქ. თბილისში.

ვეძებთ თანამშრომელს, რომელიც იმუშავებს უშუალოდ კომპანიის დამფუძნებელთან და დაეხმარება ბიზნესის ყოველდღიურ ოპერაციებში, პროექტების კოორდინაციასა და კონტენტის მართვაში.

ჩვენ გთავაზობთ:

** უშუალო მუშაობას კომპანიის დამფუძნებელთან
** რეალურ ჩართულობას ბიზნესის განვითარებაში
** პასუხისმგებლობისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
** ანაზღაურება: საწყისი ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად (გამოცდილებიდან გამომდინარე 1500 ლარიდან) და არის ზრდადი.

ძირითადი მოვალეობები:

ოპერაციები და კოორდინაცია

** დირექტორის დავალებების ორგანიზება და შესრულების კონტროლი
** შეხვედრების, ზარების და ვადების კოორდინაცია
** შეთანხმებების დაფიქსირება და პროცესების მონიტორინგი
** გაყიდვების გუნდისგან მოკლე ანგარიშების შეგროვება და სისტემატიზაცია

პროექტების მართვა

** ახალი პროექტების კვლევა
** ინფორმაციის მოძიება, შედარებითი ცხრილების და მოკლე დასკვნების მომზადება
** დირექტორისთვის 2-3 ალტერნატიული ვარიანტის შეთავაზება

კონტენტი და სოციალური ქსელები

** არსებული პროფესიული ნიმუშების საფუძველზე პოსტების ადაპტაცია
** მარტივი ვიდეოების მომზადება (Reels / Shorts - CapCut ან მსგავსი)
** კონტენტის გამოქვეყნება და რეგულარობის კონტროლი
** უკუკავშირის და ჩართულობის ელემენტარული ანალიზი

ანალიტიკა და კონტროლი

** კლიენტების ბაზის განახლება
** არააქტიური ("დაკარგული") კლიენტების გამოვლენა
** კვირეული მოკლე შეჯამებების მომზადება დირექტორისთვის

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** Excel საბაზისო ცოდნა
** ტექსტებთან მუშაობის უნარი
** CapCut ან მსგავსი პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ასისტენტის, ოპერაციული მენეჯერის ან პროექტების კოორდინატორის გამოცდილება — სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო

შერჩევის პროცესი

** CV
** მოკლე სატესტო დავალება
** გასაუბრება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ მისამართზე: info@dentashop.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება

მეტი ინფორმაციისთვის ჩვენს შესახებ ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდებს:

http://www.kbili.ge
http://www.facebook.com/dentashopgeo

გისურვებთ წარმატებებს და გელოდებით ჩვენს გუნდში!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე