Робота для біженців з України
ღამის მოლარე, ღამის კონსულტანტი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის მოლარე, ღამის კონსულტანტი
მომწოდებელი: მადაგონი
გამოქვეყნდა: 09 იანვარი / ბოლო ვადა: 09 თებერვალი
სუპერმარკეტების ქსელი "მადაგონი" აცხადებს ვაკანსიას ღამის მოლარე და ღამის კონსულტანტის პოზიციებზე ქ. რუსთავში.

"მადაგონი" საქართველოს ბაზარზე უკვე 15 წელია ოპერირებს და აერთიანებს საკონდიტროს, წარმოებას, სუპერმარკეტების და რესტორნების ქსელს. კომპანია აქტიურად გეგმავს ქსელის გაფართოებას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში და დაინტერესებულია ისეთი მოტივირებული, განვითარებაზე ორიენტირებული და კვალიფიციური თანამშრომლების დასაქმებით, რომლებიც იზიარებენ კომპანიის ხედვას და ღირებულებებს.

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილი სამუშაო გრაფიკი (ღამის და დღის ცვლა);
** მეგობრული გუნდი და მხარდამჭერი მენეჯმენტი;
** უფასო კვება;
** ანაზღაურება გაიცემა თვეში 2-ჯერ ნამუშევარი საათების შესაბამისად;
** ანაზღაურებადი შვებულება სამუშაოს დაწყებიდან 6 თვის შემდეგ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები პოზიციების მიხედვით:

კონსულტანტი (ღამის)

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის სტანდარტის შესაბამისად განლაგება;

მოლარე (ღამის)

** სალაროსთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება;

მნიშვნელოვანია ყველა პოზიციაზე კანდიდატი იზიარებდეს კომპანიის ღირებულებებს:

** ერთმანეთის პატივისცემა;
** გუნდურობა და თანადგომა;
** ეთიკური პრინციპების დაცვა;
** მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@madagoni.ge ან შეავსოთ განაცხადის ლინკი: განაცხადის ფორმა.

თქვენს მიერ გამოგზავნილი მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით გადაწყვეტილების მისაღებად.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე