|
დასახელება:
ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის
|
|
გამოქვეყნდა: 09 იანვარი
/ ბოლო ვადა: 09 თებერვალი
|
შპს "ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
შპს ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის (NBT) ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორი ქართული კომპანიაა, რომელიც 2009 წელს შეიქმნა.
NBT ამერიკული DuPont-ის, ესპანური TheSize-ის, გერმანული Huesker-ის, ესპანური Soprema-ს და სხვა მსოფლიო კომპანიების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.
საქართველოს ბაზარზე 17 წლიანი ოპერირების მანძილზე NBT-ის მხარდაჭერითა და ჩართულობით საქართველოში მრავალი მასშტაბური პროექტი განხორციელდა შესაბამის ინდუსტრიაში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების საუკეთესო პრაქტიკებისა და პასუხისმგებლობიანი, გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/NextBuildingTechnologies
ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა და წარმოება;
** პირველადი და სხვა ბუღალტრული დოკუმენტაციის გადამოწმება, სისწორის უზრუნველყოფა, ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა და დაარქივება;
** რეალიზაციის ოპერაციების პროგრამული ასახვა და კონტროლი;
** მიღებული ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი და შესყიდვების პროგრამაში გატარება;
** საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში და საბანკო გადარიცხვების მომზადება ინტერნეტ-ბანკის სისტემაში;
** ხელფასების ბუღალტრული აღრიცხვა;
** დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების განხრით;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინ. 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ;
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** Excel-ის ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (Oris, Balance).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საკომუნიკაციო ხარჯებს;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** Fit Pass ბარათს.
ლოკაცია: თბილისი, ქსნის ქ.36
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, დილის 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე (სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე დისტანციური სამუშაო არ განიხილება)
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის პროფესიული გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@cordesign.ge; გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტერი".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|