|
დასახელება:
ბარისტა
|
| მომწოდებელი:
MEAMA Franchise
|
|
გამოქვეყნდა: 09 იანვარი
/ ბოლო ვადა: 05 თებერვალი
|
"მეამა ფრენშაიზი" თავის გუნდში იწვევს აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს ბარისტას პოზიციაზე.
ვეძებთ ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ მრავალფეროვან პროდუქტებთან მუშაობა და უყვართ ხალხთან კომუნიკაცია.
"მეამა ფრენშაიზი" არის ახალი კონცეფციის ყავის ობიექტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს, როგორც მეამას კაფსულის უნიკალურ გემოებს, ასევე ყავაზე და ჩაიზე დაფუძნებულ სხვადასხვა კოქტეილს.
თუ ეძებ სამსახურს, სადაც იმუშავებ მეგობრულ გარემოში, ერთდროულად ისწავლი და განვითარდები, მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა!
ლოკაციები: თბილისის მასშტაბით.
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი
ბენეფიტები: კარიერული განვითარების შესაძლებლობა
ანაზღაურება: 700-დან 1000 ლარამდე
დასაქმების შემდეგ, შესაძლებლობა გაქვს, რომ გაიარო სრულად დაფინანსებული ტრენინგ-კურსი და მიიღო MEAMA ფრენშაიზის სერტიფიკატი
კვალიფიკაცია და უნარები:
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სწრაფი და მაღალი კომუნიკაციის უნარი;
** კრეატიული აზროვნება და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
** პუნქტუალურობა და დისციპლინა;
** სასურველია მომსახურების სფეროში აპრობირებული სამუშაო პროგრამების ცოდნა; (Shopify -ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია Service+!
თუ არ გაქვს გამოცდილება — გესაჭიროება მონდომება, სურვილი და ინტერესი!
ჩვენ კი, ტრენინგების პროცესში სრულად შეგასწავლით ყავისა და ჩაის კულტურას, მრავალფეროვანი და "მეამას" უნიკალური სასმელების მომზადებასა და მომზადების ტექნიკას, სერვისს, კომუნიკაციას და სხვა საჭირო უნარებს — რაც წარმატებული ბარისტისთვისაა საჭირო.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელმისამართზე: career@meamacollect.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 5 თებერვალი.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|