Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=692803&print=yes&view=jobs
 
პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: ლოკო ალიანსი
გამოქვეყნდა: 09 იანვარი / ბოლო ვადა: 09 თებერვალი
სამშენებლო კომპანია "ლოკო ალიანსი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მასშტაბური მრავალპროფილური სივრცის სარემონტო/სამშენებლო საქმიანობები.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ჩუღურეთი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-19:00
** სამუშაო ენა: ქართული და რუსული
** ანაზღაურება: 4500-5000 ლარი

პროფესიული უნარები:

** ტენდერების სამუშაოში მონაწილეობა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** სამშენებლო მასალების და მომწოდებლების ცოდნა;
** არქიტექტურული და საინჟინრო ნახაზების კითხვა;
** საქართველოს კანონმდებლობა მშენებლობისა და რეკონსტრუქციის სფეროში;
** ქართული და რუსული ენების ცოდნა;
** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან ტექნიკური მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** პროგრამების ცოდნა: AutoCAD, Project, MS Office

ძირითადი უფლება-მოვალეობები:

** დაგეგმილი სამუშაოების, გეგმა-გრაფიკების და მათი შესრულების პროცესის კონტროლი;
** სამუშაოების მოცულობის, ვადების და ხარისხის მონიტორინგი;
** პროცესებზე მიმდინარე ანგარიშების მომზადება;
** სამშენებლო და რეკონსტრუქციული სამუშაოების დაგეგმვის ორგანიზება და გეგმა-გრაფიკების მართვა;
** სამშენებლო და რეკონსტრუქციის ტექნიკურ-ეკონომიკური დაგეგმვა და მართვა;
** სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებისთვის ტექნიკური დავალებების მომზადება;
** მოლაპარაკებების წარმოება;
** დოკუმენტაციის მომზადება;
** სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა;
** დემონტაჟისა და რეკონსტრუქციის პროექტების მართვა;
** პროექტის მიმდინარეობისას ყველა ეტაპზე შემსრულებლებისა და დამკვეთის კოორდინაცია;
რისკების იდენტიფიცირება;
** ვადების დარღვევაზე მოქმედი რისკების აღმოფხვრის ღონისძიებების შემუშავება;
** დაქირავებული თანამშრომლების ხელშეკრულებებისა და ვალდებულებების პირობების შესრულების კონტროლი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: besmartvacancy@gmail.com

გთხოვთ, subject ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "პროექტის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია