Робота для біженців з України
კვლევების ხელშეწყობის ცენტრის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კვლევების ხელშეწყობის ცენტრის კოორდინატორი
მომწოდებელი: საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ
გამოქვეყნდა: 09 იანვარი / ბოლო ვადა: 09 თებერვალი
"საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი" - "ჯიუ" აცხადებს ვაკანსიას კვლევების ხელშეწყობის ცენტრის კოორდინატორის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
განაკვეთი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები და სავალდებულო კომპეტენციები:

** სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა
** სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავება/განხორციელება;
** სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით, სამეცნიერო ცენტრებთან პარტნიორული ურთიერთობების პროცესების უზრუნველყოფა;
** უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალისა და პროდუქტიულობის შეფასების სისტემის შემუშავება, მის დანერგვის უზრუნველყოფა და შედეგების მიხედვით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
** ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების დაგეგმვა/ორგანიზება, სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების, ვორქშოფების, სასწავლომეთოდური, სამეცნიერო-მეთოდოლოგიური და სხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზება
** სხვა უფლებამოსილების შესრულება, რომელიც გამომდინარეობს კვლევების ხელშეწყობის ცენტრის ფუნქციების სპეციფიკიდან და შესაბამისობაშია უნივერსიტეტის მიზნებთან/ამოცანებთან ან/და გამომდინარეობს წინამდებარე დებულებიდან ან/და უნივერსიტეტში მოქმედი შიდა სამართლებრივი აქტებიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** კვლევების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** ინგლისურ ენაზე მეტყველება და წერის კარგი უნარი (B2)
** საქმიანი კომუნიკაციის წარმოების უნარი (როგორც ზეპირად, ასევე წერილობით)
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (Microsoft Word, Powerpoint და ინფორმაციის მოძიება)
** უმაღლესი განათლების სისტემის (როგორც საქართველოს, ასევე ევროპული საგანმანათლებლო სისტემების) შესახებ ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
** საგრანტო პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ეფექტურად მუშაობის უნარი როგორც გუნდთან ერთად, ისე დამოუკიდებლად

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV მეილზე: hr@giu.edu.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე