|
დასახელება:
რესტორნის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კესანე ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 09 იანვარი
/ ბოლო ვადა: 09 თებერვალი
|
"კესანე ჯგუფი" 2025 (რესტორნები: "გრილის & მელოდიის სახლი"; აზიური კაფე "იანი") გუნდის ახალ წევრს ეძებს!
პოზიციის დასახელება: რესტორნის მენეჯერი
მდებარეობა: თბილისი, ვასილ პეტრიაშვილის N1 (ღვინის ქარხნის ტერიტორია)
ძირითადი მოვალეობები:
** რესტორნის ყოველდღიური ოპერაციების მართვა
** პერსონალის შერჩევა, გადანაწილება, ტრენინგი და კონტროლი
** მომსახურების ხარისხის სტანდარტების დანერგვა და დაცვა
** სტუმრების უკუკავშირის მიღება და პრობლემების ოპერატიულად მოგვარება
** მენიუს, ფასების და აქციების შესრულების კონტროლი
** მარაგების, შესყიდვებისა და მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვა
** ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა
საჭირო უნარები და ცოდნა:
** სარესტორნო ან სერვის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ლიდერობის და კომუნიკაციის უნარები
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ღამის საათებში ტრანსპორტირების უზრუნველყოფა
** კვება
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** მეგობრული და კომფორტული გარემო
დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: contact@kesanegroup.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|