Робота для біженців з України
ტენდერი ალაოს და მზა პროდუქციის ტრანსპორტირებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ალაოს და მზა პროდუქციის ტრანსპორტირებაზე
მომწოდებელი: ლომისი - ლუდსახარში ნატახტარი
გამოქვეყნდა: 09 იანვარი / ბოლო ვადა: 12 იანვარი
თანდართული ფაილი: 692771_Application_form__2__1068178.zip
ს.ს. "ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი" - აცხადებს ტენდერს:

ა) ნომრით # EF-GE/829
ბ) დანიშნულება: ალაოს და მზა პროდუქციის ტრანსპორტირება

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

I. ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

I. შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
II. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ტენდერის პირობები:

I. 2026 წლის განმავლობაში გორიდან ნატახტარში თვითმცლელი მანქანებით გადასაზიდი იქნება დაახლოებით 5, 000 ტონა ალაო (მარცვლეული); ყოველი ტრანსპორტირებისას მანქანა იტვირთება სრულად.
II. გორიდან ალაოს ტრანსპორტირებაზე შემოთავაზებული ფასი უნდა განისაზღვროს ერთ ტონაზე და შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
III. 2026 წლის განმავლობაში ლილოდან ნატახტარში გადასაზიდი იქნება დაახლოებით 160 მანქანა მზა პროდუქცია (ტვირთის წონა 1 მანქანაში 25 ტონამდე)
IV. ლილოდან მზა პროდუქციის ტრანსპორტირებაზე შემოთავაზებული ფასი უნდა განისაზღვროს ერთ მანქანაზე და შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
V. გადახდის პირობა, გადაზიდვის დასრულებიდან 60 კალენდარული დღე.
VI. სერვისი გაწეული უნდა იქნეს ეტაპობრივად 2026 წლის განმავლობაში, სს ლომისის მოთხოვნის საფუძველზე.
VII. სატრანსპორტო კომპანიამ მანქანის დაყენება უნდა შეძლოს შეკვეთის მიღებიდან მაქსიმუმ 1 დღის ვადაში.

სატენდერო წინადადება (მოთხოვნილი საბუთები დასკანერებული სახით) უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tenders@ge.anadoluefes.com

შემოთავაზების მიღება იწყება: 08.01.2025 11:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება: 12.01.2025 18:00

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე