|
დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
სანტა ესპერანსა
|
|
გამოქვეყნდა: 09 იანვარი
/ ბოლო ვადა: 09 თებერვალი
|
წიგნის მაღაზია "სანტა ესპერანსა" 2005 წელს დაარსდა და მას შემდეგ მკითხველებს სთავაზობს წიგნების საუკეთესო არჩევანს, შესანიშნავ გარემოსა და კვალიფიციურ მომსახურებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევს.
შპს "სანტა ესპერანსა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი:
სრული განაკვეთი: 5 დღე კვირაში, 40 სამუშაო საათი
ცვლებით: პირველი ცვლა11:00-20:00; მეორე ცვლა 13:00-22:00. შესვენება 1 საათი
სამუშაოს ანაზღაურება: საათობრივი, მინიმუმ 700 ლარი
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** მკითხველის მოთხოვნის შესაბამისად წიგნის შერჩევაში და მოძიებაში;
** მაღაზიაში მოქმედი ყველა აქციის შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
** მაღაზიაში წიგნებისა და სხვა პროდუქციის განთავსება, შევსება, აღწერა;
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის ცოდნა.
აუცილებელი მოთხოვნები:
** წიგნების კითხვა და ლიტერატურული სიახლეების მუდმივად გაცნობა;
** გამართული მეტყველება და აზრის გადმოცემის უნარი;
** პუნქტუალობა;
** ინგლისური ენის ცოდნა A2.
პიროვნული თვისებები:
** მკითხველი;
** კომუნიკაბელური, გაწონასწორებული და თავაზიანი;
** მოსმენის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
თუ გიყვარს კითხვა და შეგიძლია წიგნით მიღებული საკუთარი შთაბეჭდილებები სხვებს გაუზიარო, ჩვენთან უამრავი მკითხველი გელოდება, რომელიც შენს რჩევას ელის!
გადმოაგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@santaesperanza.ge და საგანში მიუთითეთ: წიგნის მაღაზია თბილისი, წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება არ განიხილება.
|
|
|
|