|
დასახელება:
ოჯახის ექიმი
|
| მომწოდებელი:
ექიმ ბუბნოვსკის სამედიცინო ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 09 იანვარი
/ ბოლო ვადა: 09 თებერვალი
|
"ექიმ ბუბნოვსკის ცენტრი" ფიზიკური რეაბილიტაციის თანამედროვე ცენტრია, რომელიც პაციენტებს ინდივიდუალური პროტოკოლებით, მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად მკურნალობს ბიომექანოთერაპიის მეთოდის საშუალებით.
ცენტრი აცხადებს ოჯახის ექიმის პოზიციას თბილისში, ქ. წამებულის 50/18.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტების მიღება და საწყისი კონსულტაცია, გასინჯვა, ანამნეზის შეკრება;
** პაციენტის მართვა, სამკურნალო გეგმის განსაზღვრა და მდგომარეობის მონიტორინგი;
** შიდა პროტოკოლებით სამედიცინო მომსახურების გაწევა, საჭირო სარეაბილიტაციო ღონისძიებების განსაზღვრა-დანიშვნა;
** სამედიცინო ჩანაწერების წარმოება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
** საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემის უზრუნველყოფა.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** გამოცდილება ექიმის პოზიციაზე;
** ბავშვებთან (5 წლიდან) მუშაობის გამოცდილება.
უპირატესობად ჩაითვლება: რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
** 2-3 სამუშაო დღე კვირაში, სრულ გრაფიკზე გადასვლის პერსპექტივით;
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
** სტაბილურობა და მხარდაჭერა;
** კლინიკის მომსახურებაზე ფასდაკლებებს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის.
გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr.symmetria.ge@gmail.com
წერილის სათაურის ველში მიუთითეთ "ოჯახის ექიმი"
თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|