Робота для біженців з України
პროექტის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის ასისტენტი
მომწოდებელი: ანგლო-ჯორჯია
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 08 თებერვალი
საგანმანათლებლო კომპანია შპს "ანგლო-ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პროექტის ასისტენტის პოზიციაზე. ჩვენი გუნდი ეძებს ენერგიულ, შემოქმედებით, იდეებით სავსე, შრომისმოყვარე ადამიანს, რომელიც გაითვალისწინებს კომპანიის ძირითად ხედვას და გუნდთან ერთად განახორციელებს ახალი პროექტის ბიზნესს გეგმას.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, ნინო რამიშვილის 6.
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 11:00-19:00
** ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 900 ლარი ფიქსირებული + ბონუსი ყოველთვიურად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის მართვა
** საოფისე საქმიანობის კოორდინირება და ორგანიზება;
** საქმიანი მიმოწერა კომპეტენციის ფარგლებში;
** ინფორმაციის მოძიება;
** სატელეფონო ზარების განხორციელება და პასუხის გაცემა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული უნარები:

** პუნქტუალურობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი დონე;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება: უცხოეთში მიღებული განათლება და რუსული ენის ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და კეთილგანწყობილ გუნდს. ასევე სივრცეს, სადაც თქვენი იდეა და ინიციატივა მნიშვნელოვანია;
** კარიერული დაწინაურების რეალურ ინსტრუმენტებს - საფეხურებრივ წინსვლას;
** შედეგების გაუმჯობესებასთან ერთად მზარდ ანაზღაურებას;
** კორპორატიულ დაზღვევას მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ;
** მეცამეტე ხელფასს;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@anglo-georgia.com. წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "პროექტის ასისტენტი".

გისურვებთ წარმატებას!

თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება და შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კომპანია "ანგლო- ჯორჯია"-ს მიერ. ინფორმაციის გაგზავნით თქვენ ავტომატურად აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია დარჩება კომპანიის მონაცემთა ბაზაში 2 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე