|
დასახელება:
დასავლეთ საქართველოს საწყობის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ორი ნაბიჯი
|
|
გამოქვეყნდა: 08 იანვარი
/ ბოლო ვადა: 22 იანვარი
|
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას დასავლეთ საქართველოს საწყობის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სასაწყობე პროცესების სრულყოფილი დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინირება;
** ყოველდღიური სასაწყობე ოპერაციებისა და რესურსების მართვა, პროცესების დროული და ეფექტიანი შესრულების უზრუნველყოფა;
** სასაწყობე პროცესებში არსებული საოპერაციო რისკებისა და პრობლემების იდენტიფიცირება, ანალიზი და მართვა;
** სასაწყობე მარაგების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** სასაწყობე ინფრასტრუქტურის გამართული, უწყვეტი და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით სასაწყობე პროცესების გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის მართვა, შესრულებული სამუშაოს შეფასება, რეგულარული უკუკავშირის მიწოდება და მათი კარიერული განვითარების ხელშეწყობა;
** სასაწყობე პროცესების მიმდინარეობის კონტროლის მიზნით, შიდა რეპორტინგის სისტემის გამართვა, მიღებული მონაცემების ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისთვის ან/და პროცესში ჩართული სტრუქტურული ერთეულებისთვის;
** ინვენტარიზაციის პროცესების დაგეგმვა და კონტროლი, გამოვლენილ შეუსაბამობებზე დროული რეაგირება;
** თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება და გამოცდილება:
** უმაღლესი განათლება;
** სასაწყობე მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** საწყობის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office (Word, Excel);
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** პროცესების მართვისა და კოორდინაციის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** პრობლემის ანალიზის უნარი;
** კრიტიკული აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** ცვლილებების ინიცირების უნარი.
დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "დასავლეთ საქართველოს საწყობის მენეჯერი"
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 22 იანვარი, 2026 წელი.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|