|
დასახელება:
უმცროსი იურისტი
|
| მომწოდებელი:
სქაიტელი
|
|
გამოქვეყნდა: 08 იანვარი
/ ბოლო ვადა: 08 თებერვალი
|
შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://skytel.ge/
შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე
დასაქმების ადგილი - თბილისი
დაქვემდებარება - იურისტი
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ -18:00 სთ
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე
დამატებით სარგებელი:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება
** კორპორატიული ნომერი
** FitPass
ფუნქცია-მოვალეობები:
** იურისტის ზედამხედველობით სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების და სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
** კომპანიის შიდა პოლიტიკისა და პროცედურების სამართლებრივი შეფასების პროცესში მონაწილეობა;
** მარეგულირებლის მოთხოვნებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის მიწოდება;
** სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებული დოკუმენტების პირველადი სამართლებრივი ექსპერტიზა;
** იურისტის მითითებით სამართლებრივი ურთიერთობების წარმოებაში მონაწილეობა ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებთან
** სასამართლო და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარება;
** კომპანიის სამართლებრივ აქტებში ცვლილებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
** კომპანიის საქმიანობაში წამოჭრილ სამართლებრივ საკითხებზე ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;
** საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკის მოძიება;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის მიმართულებით (დასრულებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
უნარები/შესაძლებლობები:
** სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Skytel.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და დასაქმების ადგილი - "უმცროსი იურისტი"
დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|