|
დასახელება:
მიღება-განთავსების დეპარტამენტის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
Adamo Hotel
|
|
გამოქვეყნდა: 08 იანვარი
/ ბოლო ვადა: 08 თებერვალი
|
სასტუმრო "Adamo Hotel" აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების დეპარტამენტის თანამშრომლის (ადმინისტრატორის) პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, მთაწმინდა, პ. კაკაბაძის ქუჩა.
სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლები).
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრის მიღება-გაცილება, Check in - Check out -ის სტანდარტული პროცედურები;
** სტუმრების დარეგისტრირება სასტუმროს პროგრამაში;
** სტუმრების ინფორმირება სასტუმროში არსებული სერვისების შესახებ;
** სტუმრებთან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაცია;
** სარეგისტრაციო ბარათების შევსება;
** გასაღებების დამზადება ოთახის ნომრების მიხედვით;
** საგადასახადო დავალებების შესრულება;
** უპასუხოს სასტუმროში შემომავალ ზარებს;
** უპასუხოს სასტუმროში შემომავალ მეილებს.
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** პოზიტიურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა, ყურადღებიანობა, არა-კონფლიქტურობა;
** დავალებების სწრაფად და ხარისხიანად შესრულება;
** ადმინისტრატორად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: reservations@hoteladamo.com და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|