Робота для біженців з України
ფსიქოლოგი-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფსიქოლოგი-კონსულტანტი
მომწოდებელი: ჰერა XXI
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 08 თებერვალი
ასოციაცია "HERA XXI" ახორციელებს Safeguarding-ზე ორიენტირებული ტრენინგ მოდულის განვითარებას, რომელიც მიზნად ისახავს კერძო სექტორში მოქმედ ორგანიზაციებში უსაფრთხო, ინკლუზიური და არადამაზიანებელი სამუშაო გარემოს შექმნის ხელშეწყობას. აღნიშნული მოდული ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს (მათ შორის IPPF-ის Safeguarding ჩარჩოებს) და საჭიროებს ფსიქოსოციალური, შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის კომპონენტების ინტეგრაციას, რათა ტრენინგი იყოს პრაქტიკული, კონტექსტზე მორგებული და ადამიანზე ორიენტირებული.

ლოკაცია: თბილისი (დისტანციური / ჰიბრიდული)
კონსულტაციის ხანგრძლივობა: 8 კვირა
ანგარიშგება: პროექტის კოორდინატორსა და აღმასრულებელ დირექტორთან

კონსულტაციის მიზანი:

კონსულტანტი ფსიქოლოგის მიზანია:

** უზრუნველყოს ფსიქოსოციალური ასპექტების ინტეგრირება ტრენინგ მოდულში;
** გააძლიეროს ტრენინგის შინაარსი შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის პრინციპებზე დაყრდნობით;
** შეიმუშაოს პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც დაეხმარება მონაწილეებს:
** სამუშაო გარემოში ძალადობის, ბულინგის, შევიწროებისა და ძალაუფლების არასწორი გამოყენების ამოცნობაში;
** სტრესის, გადაწვის (burnout), მეორადი ტრავმატიზაციისა და კონფლიქტების მართვაში;
** ჯანსაღი კომუნიკაციისა და უსაფრთხო ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებაში.

სამუშაოს მოცულობა:

კონსულტანტი ფსიქოლოგი იმუშავებს ტრენინგ მოდულის ავტორთან/გუნდთან და შეასრულებს შემდეგ ამოცანებს:

არსებული ტრენინგ მასალების გადახედვა:

** Safeguarding-ის ტრენინგ მოდულის დრაფტის, დღის წესრიგისა და სავარჯიშოების ანალიზი;
** ფსიქოსოციალური და ორგანიზაციული კომპონენტების შეფასება.

ფსიქოსოციალური ასპექტების ინტეგრირება:

** უსაფრთხო სივრცის შექმნის, ემოციური უსაფრთხოების და ნდობის საკითხების ჩაშენება მოდულში;
** ტრავმა-სენსიტიური მიდგომების ინტეგრირება (trauma-informed approach);
** ძალაუფლების დინამიკისა და საზღვრების ფსიქოლოგიური ასპექტების განხილვა.

შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ინტეგრირება:

** ორგანიზაციული კულტურის, ლიდერობის სტილისა და გუნდის დინამიკის განხილვა Safeguarding-ის კონტექსტში;
** სამუშაო ადგილზე კონფლიქტების, სტრესისა და პროფესიული დამწვრობის საკითხების ინტეგრირება;
** თანამშრომელთა კეთილდღეობისა და პასუხისმგებლობის ბალანსის ასახვა.

სავარჯიშოებისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების შემუშავება:

** ინდივიდუალური და ჯგუფური სავარჯიშოების შემუშავება (როლური თამაშები, ქეისების ანალიზი, თვითრეფლექსიის ინსტრუმენტები);
** რეალურ სამუშაო გარემოზე დაფუძნებული სცენარების განვითარება;
** მონაწილეთა ემოციური რეაქციების უსაფრთხო მართვის რეკომენდაციების შემუშავება ტრენერებისთვის.

კონსულტაციები და უკუკავშირი:

** ტრენინგ მოდულის დრაფტ ვერსიებზე წერილობითი კომენტარების მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა მოდულის პილოტირებასა და უკუკავშირის ანალიზში.

მოსალოდნელი შედეგები და პროდუქტები:

** ტრენინგ მოდულში ინტეგრირებული ფსიქოსოციალური და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ბლოკები;
** ფასილიტატორის გაიდი (ინსტრუქციებითა და მიზნებით);
** რეკომენდაციები ტრენერებისთვის მონაწილეთა ემოციური უსაფრთხოების მართვაზე;
** მოკლე ანალიტიკური შენიშვნები/დოკუმენტი ფსიქოლოგიური მიდგომების შესახებ, რომლებიც გამოყენებულია მოდულში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

კონსულტანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში (კლინიკური, შრომისა და ორგანიზაციული, ან სოციალური ფსიქოლოგია);
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ტრენინგ მოდულების განვითარებაში ან კონსულტირებაში;
** გამოცდილება არასამთავრობო სექტორთან, Safeguarding-ის, HR-ის, ან ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** ფსიქოსოციალური მხარდაჭერისა და ტრავმა-სენსიტიური მიდგომების ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა

კოორდინაცია და ანგარიშგება:

კონსულტანტი იმუშავებს პროექტის კოორდინატორისა და Safeguarding-ის სამუშაო ჯგუფთან მჭიდრო კოორდინაციით. ყველა პროდუქტი ექვემდებარება შეთანხმებას და დამტკიცებას HERA XXI-ის მიერ.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV რეზიუმე, პორტფოლიო და სამოტივაციო წერილი მეილზე: xxihera@gmail.com არაუგვიანეს 2026 წლის 30 იანვრამდე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე