Робота для біженців з України
ფილიალის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: Express Capital+
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 08 თებერვალი
შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "Express Capital +" არის საფინანსო კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შ.პ.ს "Express Capital +" უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.

ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.

"Express Capital +" გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციებზე:

ფილიალის მენეჯერის პოზიცია - თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

სამუშაოს აღწერა

შენ, როგორც ფილიალის მენეჯერი:

** უზრუნველყოფ ფილიალის თანამშრომლების კოორდინირებულ და მოტივირებულ მუშაობას;
** მუდმივად ჩართული იქნები მომსახურების პროცესის მონიტორინგში;
** იზრუნებ თანამშრომლების კომპეტენციასა და კვალიფიკაციაზე;
** საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფ თანამშრომლების კონკრეტულ საკითხებში გადამზადებას;
** უზრუნველყოფ კლიენტების ხარისხიან, ზუსტ, სწრაფ და კვალიფიციურ მომსახურებას;
** დაგეგმავ ოპერაციების დადგენილი სტანდარტების ფარგლებში შესრულებისათვის, ყველა აუცილებელ ღონისძიებას, გააკონტროლებ პროცედურის შესრულების სისწორეს;
** ოპერატიულად მიიღებ გადაწყვეტილებას მიმდინარე საქმიანობის პროცესში წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით;
** უზრუნველყოფ საკასო ოპერაციების წარმოების კონტროლს;
** უზრუნველყოფ ინკასაციით მომსახურებასთან დაკავშირებულ პროცედურების წარმოებას;
** უზრუნველყოფ სალაროს გამართულ მუშაობასა და ლიმიტის კონტროლს შესაბამისი პროცედურების დაცვით;
** უზრუნველყოფ ფილიალის გეგმების შესრულებას
** იზრუნებს თითოეული თანამშრომლის შენარჩუნებაზე და ახალი კადრების მოზიდვაზე;
** იზრუნებს გუნდის ფორმირებაზე. თითოეული თანამშრომლის სამუშაო ადგილის კეთილმოწყობაზე და გამართულებაზე. ფილიალის სამეურნეო საკითხების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ხარ კომუნიკაბელური და ინიციატივიანი;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა, გამართული მეტყველება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; კვირაში 6 სამუშაო დღე 09:30-18:00 საათი, შაბათი - 10:00-14:00 სთ;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი + ბონუსი;
** გამოსაცდელი ვადა 3 თვე;
** სრული მატერიალური პასუხისმგებლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
** სამუშაოს სწრაფად მზარდ მიკროსაფინანსო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში;
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: express.capital.plus@gmail.com. ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ფილიალის მენეჯერი - თბილისი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე