|
დასახელება:
გაყიდვების უმცროსი სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
არესემ საქართველო სოლუშენსი
|
|
გამოქვეყნდა: 08 იანვარი
/ ბოლო ვადა: 31 იანვარი
|
კომპანია "არესემ საქართველო სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
"არესემ საქართველო სოლუშენსი" მსოფლიოს უმსხვილესი პროგრამული უზრუნველყოფის ვენდორის, SAP-ის პარტნიორია. კომპანია ახორციელებს გადაწყვეტილება SAP Business One-ის იმპლემენტაციას. SAP Business One წარმოადგენს ERP სისტემას, რომელიც აერთიანებს და უზრუნველყოფს კომპანიის ბიზნეს პროცესების ოპტიმიზირებას.
SAP-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების გარდა კომპანია ასევე ქმნის დამოუკიდებელ პროგრამულ პროექტებსაც, რომლებიც მორგებულია სხვადასხვა ინდუსტრიის მრავალფეროვან ბიზნეს მოთხოვნებზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაქარია ფალიაშვილის 85
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (სრული)
ძირითადი მოვალეობები:
** არსებულ კლიენტებთან კომუნიკაციაში მონაწილეობა და მხარდაჭერა;
** პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება, პირველადი კონტაქტის დამყარება და საჭიროებების ანალიზი;
** შეხვედრების დაგეგმვასა და პრეზენტაციების მომზადება/ჩატარებაში მონაწილეობა;
** გაყიდვების სრული პროცესის მხარდაჭერა და CRM ბაზაში ინფორმაციის განახლება;
** კომერციული დირექტორის მხარდაჭერა გაყიდვებთან დაკავშირებულ ყოველდღიურ საქამიანობაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, ახალი კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირეულობა;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** მეგობრული და ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე career@rsm.ge 2026 წლის 31 იანვრის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|