|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
MaxPower
|
|
გამოქვეყნდა: 08 იანვარი
/ ბოლო ვადა: 08 თებერვალი
|
ჩვენს შესახებ:
ჩვენ ვართ MaxPower-ის წარმომადგენლობა საქართველოში — დიდი ჩინური ქარხანა, რომელიც აწარმოებს სპეციალურ ტექნიკას: ექსკავატორებს, მინი-ექსკავატორებს, ბურღვით დანადგარებს და სხვა სამშენებლო ტექნიკას. ვმუშაობთ როგორც B2B (სამშენებლო კომპანიები, კონტრაქტორები, დეველოპერები), ასევე B2C სეგმენტში — მინი-ექსკავატორებზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნაა კერძო მომხმარებლებისგან.
გაფართოება: უახლოეს პერიოდში იგეგმება თბილისში ოფისის გახსნაც.
პოზიცია: გაყიდვების მენეჯერი (B2B / B2C)
ლოკაცია: ბათუმი (ოფისი) + შეხვედრები პოტენციურ კლიენტებთან
ანაზღაურება: 1200 GEL ფიქსირებული + ბონუსი/კომისია (რეალური შესაძლებლობა 10 000 GEL-მდე და მეტი — ზედა ზღვარი არ არის)
საქმიანობა:
** გაყიდვები B2B და B2C მიმართულებით (ლიდების დამუშავება, კონსულტაცია, გაყიდვის დახურვა)
** შეხვედრების დაგეგმვა/ჩატარება, მოლაპარაკებები, კომერციული შეთავაზებების მომზადება
** კლიენტის მოთხოვნის დაზუსტება და შესაბამისი ტექნიკის/მოდელის შერჩევა (მინი-ექსკავატორი, ექსკავატორი, ბურღვით დანადგარი და ა.შ.)
** CRM-ში მუშაობა, ლიდების მართვა, რეპორტინგი
** ხელშეკრულებების/ინვოისების კოორდინაცია, შემდგომი კლიენტური მხარდაჭერა
მოთხოვნები:
** ქართული და რუსული ენების თავისუფლად ცოდნა (აუცილებელია)
** სპეცტექნიკის სფეროში გამოცდილება (აუცილებელია) — ექსკავატორები/მინი-ექსკავატორები/ბურღვით დანადგარები ან მსგავსი ტექნიკა
** ძლიერი კომუნიკაცია და ბიზნეს-მოლაპარაკებების უნარი
** პასუხისმგებლობა, შედეგზე ორიენტაცია
** კომპიუტერული უნარები (MS Office/Google Workspace)
** სასურველია მართვის მოწმობა (B კატ.)
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილური ფიქსირებული ანაზღაურება + მაღალი პროცენტები მოგებიდან
** ოფისი ბათუმში, პროფესიონალური გუნდი და ზრდის პერსპექტივა
** პროდუქტის ტრენინგი და გაყიდვების მხარდაჭერა
** ზრდის შესაძლებლობა კომპანიის გაფართოებასთან ერთად (მათ შორის თბილისი)
** გრძელვადიანი თანამშრომლობა
როგორ მივიღოთ მონაწილეობა:
გაგზავნეთ CV: 995maxpower@gmail.com
სათაურად მიუთითეთ: Sales Manager (B2B/B2C) - Batumi
საკონტაქტო: [+995551532915 / WhatsApp]
|
|
|
|