Робота для біженців з України
ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირი
მომწოდებელი: სტუდია ეიდისი
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 08 თებერვალი
ა (ა)იპ "სტუდია ეიდისი" აცხადებს კონკურსს ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირის პოზიციაზე "განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის" ქვეპროგრამაში, ქალაქ თბილისში.

ორგანიზაციის შესახებ:

"სტუდია ეიდისი" არის არაკომერციული, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც 1999 წლიდან მუშაობს სოციალურად დაუცველი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. ახორციელებს პროგრამებსა და აქტივობებს სამიზნე ჯგუფის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად და მათი ოჯახების მხარდასაჭერად.

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია 7-დან 18 წლამდე ასაკის რთული ქცევის მქონე ბავშვები.
ასევე, 18 წლის ზემოთ რთული ქცევის მქონე შშმ პირები, რომლებიც სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე სარგებლობდნენ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით.

ძირითადი მოვალეობები:

ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირის ფუნქცია-მოვალეობაა, მომსახურება გაუწიოს ბენეფიციარს მისი ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც შეიძლება მოიცავდეს:

** რთული ქცევის მქონე ბენეფიციარების მხარდაჭერას თვითმოვლისა და ფუნქციური უნარების განვითარებაში;
** დახმარება კვებაში, პირადი ჰიგიენის დაცვასა და სხვა ყოველდღიურ საქმიანობებში;
** ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტების დროულად მიღებაზე ზრუნვა (ექიმის დანიშნულების შესაბამისად);
** ბავშვის საჭიროებებზე მორგებული აქტივობების (გარე/შიდა) დაგეგმვა და განხორციელება;
** სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა;
** დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების გამომუშავების მხარდაჭერა;

კანდიდატის მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში ან მომიჯნავე სფეროში (განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი)
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება

სასურველი უნარები:

** ემოციური სტაბილურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პოზიტიური და მხარდაჭერისკენ ორიენტირებული მიდგომა;
** საიმედოობა და პროფესიული ეთიკის მაღალი დონე;
** ბავშვის საჭიროებების აღქმისა და სათანადო რეაგირების უნარი.

რას გთავაზობთ:

** მეგობრულ, ინკლუზიურ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას (ტრენინგები, კონსულტაციები, სამუშაო შეხვედრები);
** სფეროს პროფესიონალებთან მუშაობას.

შერჩევის ეტაპები:

** ელექტრონული განაცხადების განხილვა
** გასაუბრება

განაცხადის წარდგენა:

გთხოვთ, თქვენს მიერ შედგენილი რეზიუმე (CV) და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: studioadc.georgia@gmail.com Subject ველში მიუთითეთ: "ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირი (თბილისი)"

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 08 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 557 273 726
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე