|
დასახელება:
კვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Fiesta Catering
|
|
გამოქვეყნდა: 08 იანვარი
/ ბოლო ვადა: 08 თებერვალი
|
"Fiesta Catering" აცხადებს ვაკანსიას კვების მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო გრაფიკი: პროექტის მიხედვით/გადაღებების დღეები
ლოკაცია: გადასაღები მოედნები (თბილისი და რეგიონები)
პოზიციის შესახებ:
"Fiesta Catering" ეძებს პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ კვების მენეჯერს, რომელიც მართავს კვების პროცესს გადასაღებ მოედანზე — დაგეგმვიდან შესრულებამდე. პოზიცია ითვალისწინებს მჭიდრო თანამშრომლობას პროდაქშენთან, სამზარეულოს გუნდთან და მომსახურე პერსონალთან.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
ოპერაციული მართვა:
** გადასაღებ მოედანზე კვების პროცესის სრული კოორდინაცია
** კვების ზონების ორგანიზება და კონტროლი
** დროული სერვისის უზრუნველყოფა (საუზმე, ლანჩი, სნექები, ღამის სეტი)
გუნდის მართვა:
** მომსახურე პერსონალის (მიმტანები, ჰელფერები) მართვა
** სამუშაო პროცესების განაწილება
** დისციპლინისა და სამუშაო ეთიკის კონტროლი
ხარისხი და სტანდარტები:
** საკვების ხარისხისა და პრეზენტაციის კონტროლი
** ჰიგიენური ნორმებისა და უსაფრთხოების დაცვა
** პრობლემური სიტუაციების ადგილზე გადაწყვეტა
ადმინისტრაციული ნაწილი:
** დღიური რეპორტინგი (ადამიანების რაოდენობა, ექსტრა სეტები, შენიშვნები)
** ინფორმაციის გადაცემა ოფისთან/მენეჯმენტთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ქეითერინგი, ივენთები, გადაღებები — სასურველია)
** ორგანიზებულობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა (ინგლისური — უპირატესობა)
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს
** საინტერესო პროექტებს კინო და სარეკლამო სფეროში
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: fiestacatering777@gmail.com.
|
|
|
|