Робота для біженців з України
ჭურჭლის მრეცხავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჭურჭლის მრეცხავი
მომწოდებელი: ფასადი
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 08 თებერვალი
პალიტრა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია "ფასადი" აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასადილოში გამოყენებული ჭურჭლისა და სამზარეულო ინვენტარის დროული და ხარისხიანი დარეცხვა ჰიგიენის სტანდარტების დაცვით;
** სასადილო სივრცეში მაგიდების სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** ნარჩენების შეგროვება, სორტირება და გატანა განსაზღვრულ ადგილას;
** სანიტარული და უსაფრთხოების ნორმების დაცვა სამუშაო პროცესის განმავლობაში;
** სამუშაო გარემოში სისუფთავისა და ორგანიზებულობის შენარჩუნება.

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-17:00 საათი
ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ.#49

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 8 თებერვალი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. ან დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ნომერზე: 595 992 927

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე