|
დასახელება:
მარკეტინგისა და ღონისძიებების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
შატო მეფისქალაქი
|
|
გამოქვეყნდა: 08 იანვარი
/ ბოლო ვადა: 15 იანვარი
|
შპს "შატო მეფისქალაქი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და ღონისძიებების მენეჯერის პოზიციაზე.
ვეძებთ მოტივირებულ და კრეატიულ პროფესიონალს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს მარკეტინგისა და ღონისძიებების მართვის მიმართულებით.
ძირითადი მოთხოვნები:
** მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ღონისძიებების ორგანიზების გამოცდილება, მათ შორის მუსიკალური და კომერციული ფორმატის ივენთები
** სოციალური მედიის არხების (Facebook, Instagram და სხვა) მართვის პრაქტიკული გამოცდილება
** კრეატიული აზროვნება და კომუნიკაციის მაღალი უნარები
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირება
ძირითადი მოვალეობები:
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება
** ღონისძიებების კონცეფციის შექმნა, ორგანიზება და კოორდინაცია
** სოციალური მედიის კონტენტის დაგეგმვა, განთავსებისა და მართვის კონტროლი.
** კამპანიების ეფექტიანობის მონიტორინგი და ანალიზი
ჩვენ გთავაზობთ:
** დინამიურ და შემოქმედებით სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** საინტერესო პროექტებსა და ღონისძიებებში ჩართულობას
ლოკაცია: კასპის მუნიციპალიტეტი, სოფელი მეფისქალაქი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 იანვარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV: info@mephiskalaki.ge
|
|
|
|