|
დასახელება:
ბუღალტერ კალკულაციის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ასკანელი
|
|
გამოქვეყნდა: 08 იანვარი
/ ბოლო ვადა: 08 თებერვალი
|
კომპანია "ასკანელი ფალესტრა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ კალკულაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
"ასკანელი ფალესტრა" - ეს არის ადგილი, სადაც თანამედროვეობა და ქართული ტრადიციები ერთმანეთთან არის შერწყმული, რომლის გუნდიც ყოველდღიურად ვითარდება და იზრდება. ჩვენი მთავარი საყრდენი - კვალიფიციური და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.
თუ გსურთ შემოუერთდეთ მეგობრულ და ჯანსაღ სამუშაო გარემოს, ასევე მოახდინოთ თქვენი საქმიანობის უკეთესად რეალიზება, გელოდებით ჩვენს გუნდში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.facebook.com/askanelifales
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #37მ;
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი.
ანაზღაურება: 1500 ლარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** რესტორანში პროდუქციის კალკულაციების მომზადება და მათი სიზუსტის კონტროლი;
** კერძების ღირებულების განსაზღვრა და ხარჯების გამოთვლა;
** საკვების და სასმელების მენიუს ფასების რეგულირება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** ბანკის და მომწოდებლების ანგარიშების მართვა;
** პერიოდული ფინანსური ანგარიშების მომზადება, რომლებიც მოიცავს გაყიდვებისა და ხარჯების ანალიზს;
** ფინანსური მონაცემების რეპორტინგი რესტორნის მენეჯმენტისთვის;
** რესტორნის საბუღალტრო პროგრამების გამოყენება და მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფა;
** სამზარეულოს და მომსახურების გუნდთან აქტიური თანამშრომლობა, რათა უზრუნველყოს სიზუსტე კალკულაციებში;
** რესტორნის ინვენტარის კონტროლი და პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება;
** ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება და შედეგების აღრიცხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბუღალტრული განათლება ან შესაბამისი გამოცდილება რესტორნის სფეროში;
** სავალდებულოა პროგრამა iiko-ს ცოდნა;
** გუნდურად მუშაობის უნარი და კომუნიკაციის კარგი უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** სწრაფად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურად მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარები.
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კვება;
** Fitpass.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) იმეილზე askanelifalestra.hr@gmail.com სათაურის ველში (subject)- ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შპს "ასკანელი ფალესტრა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ
გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ
მოგვმართეთ.
შპს "ასკანელი ფალესტრა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და
მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|