Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: FK Development
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 08 თებერვალი
დეველოპერული კომპანია FK Development აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე. ვეძებთ ორგანიზებულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს ოფისის გამართულ ყოველდღიურ ფუნქციონირებას.

ლოკაცია: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება, დახვედრა და საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული კორესპონდენციის მართვა
** ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული და საორგანიზაციო პროცესების კონტროლი
** შეხვედრების დაგეგმვა, კოორდინაცია და საჭირო რესურსების უზრუნველყოფა
** დოკუმენტაციის მართვა, არქივაცია და ბაზების მოწესრიგება
** ოფისის მარაგების (კანცელარია, საოფისე ინვენტარი და სხვა) კონტროლი და შეკვეთების გაკეთება
** ხელმძღვანელის დავალებების შესრულება და მხარდაჭერა
** თანამშრომლებს შორის კომუნიკაციის კოორდინაცია
** ოფისში წესრიგის, პროფესიონალური გარემოსა და კონფიდენციალურობის დაცვა

მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასაუბრო და სამუშაო დონეზე)
** საოფისე მენეჯერის ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office / Google Workspace)
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა
** კომუნიკაციისა და დროის მართვის უნარები

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე: info@fkdevelopment.ge

FK Development
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე