Робота для біженців з України
დისტანციური გაყიდვების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტანციური გაყიდვების ოფიცერი
მომწოდებელი: Premium Leasing
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 31 იანვარი
"პრემიუმ ლიზინგი"- საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით.

"პრემიუმ ლიზინგი"მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი: https://pl.ge/ka

"პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას დისტანციური გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით პოტენციური მომხმარებლების მოძიება - მოზიდვა;
** დილერების მოძიება, მათთან კომუნიკაცია, თანამშრომლობა;
** დაინტერესებულ მომხმარებლებთან კომუნიკაცია და კომპანიის პროდუქტების შეთავაზება;
** დაინტერესებული მომხმარებლებისთვის ონლაინ-განაცხადების შევსება ან/და ფილიალებში გადამისამართება;
** ბაზრის ანალიზი; მომხმარებლების ქცევებზე, ინტერესებზე დაკვირვებით სხვადასხვა რჩევების/იდეების ხელმძღვანელობისთვის გაზიარება.
** პერიოდული რეპორტინგი.

რას გთავაზობთ?

** ფიქსირებულ ხელფასს + ყოველთვიურ ბონუსს (საშუალოდ 2000 +);
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** კომპანიის ფარგლებში პროფესიულ განვითარება;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:

** შედეგზე ორიენტირებულს, აქტიურს;
** დახვეწილი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარებით;
** ვისაც ადამიანებთან კომუნიკაცია უყვარს;
** გაყიდვების სფეროში გამოცდილებით;
** ეფექტური გაყიდვების უნარებით.
** ორგანიზებულს, დროის კარგი მენეჯმენტით.

სამუშაო საათები: თავისუფალი, მოქნილი
სამუშაო ადგილი: ჰიბრიდული

დაინტერესების შემთხვევაში - გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: Hr@premiumleasing.ge.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 31 იანვარი.

გისურვებთ წარმატებას!

"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: 032 2 50 20 60
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე