|
დასახელება:
ტექნიკური ტრენერი
|
| მომწოდებელი:
თეგეტა აკადემია
|
|
გამოქვეყნდა: 08 იანვარი
/ ბოლო ვადა: 08 თებერვალი
|
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზედა მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
"თეგეტა აკადემიაში" აქტიური ვაკანსია გვაქვს - ტექნიკური ტრენერის პოზიციაზე.
"თეგეტა აკადემია" არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგ-ცენტრი, რომელიც 2013 წლიდან აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნეს მიმართულებებით.
თეგეტა აკადემიის მთავარი მიზანია კომპანიებს სერვისების გაუმჯობესებაში თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობაში, ახალი ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაში დაეხმაროს.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=1189
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** ტექნიკური მიმართულების ტრენინგების განრიგის შედგენა, მათი ორგანიზება;
** ტექნიკური ტრენინგების ჩატარება;
** სატრენინგო მასალების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
** ტექნიკური მიმართულებით სატრენინგო და დამხმარე მასალების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** ჩატარებული ტრენინგების შესახებ უკუკავშირების ანალიზი.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** გამართული ვერბალური კომუნიკაციის და პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** საავტომობილო სფეროს ცოდნა.
** მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
|
|
|
|