|
დასახელება:
გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
Carex Auto
|
|
გამოქვეყნდა: 08 იანვარი
/ ბოლო ვადა: 08 თებერვალი
|
ლოგისტიკური კომპანია Carex Auto 2021 წლიდან ოპერირებს საქართველოში ავტოიმპორტის მიმართულებით და აერთიანებს რეგიონულ ოფისებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. თუ გსურს შემოუერთდე მზარდ და მეგობრულ გუნდს, სადაც კარიერული განვითარების ეტაპები ყველასთვის ღიაა — მაშინ ჩვენ შენ გეძებთ!
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას 27
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:00)
ანაზღაურება: მოჭრილი + სოლიდური საბონუსე სისტემა
ქარექს ავტოში ვეძებთ გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელს
ფუნქცია-მოვალეობები:
** მართავს გაყიდვების გუნდს და უზრუნველყოფს გუნდის ყოველდღიური მუშაობის ორგანიზებას (ამოცანების განაწილება, კონტროლი, შედეგების მონიტორინგი)
** ადგენს გაყიდვების გეგმებს (თვიური/კვარტალური) და უზრუნველყოფს KPI-ების შესრულებას
** იღებს და ანაწილებს ლიდებს, აკონტროლებს სწრაფ რეაგირებასა და Follow-up პროცესს
** ქმნის და ნერგავს გაყიდვების სტანდარტებს: ზარის/მესიჯის სკრიპტები, ობექშენების დამუშავება, დილთან მიყვანის პროცესი
** აკონტროლებს CRM-ის სრულყოფილად წარმოებას (ყველა ქეისი დაფიქსირებული, სტატუსები განახლებული, პროგნოზი გამართული)
** მონაწილეობს დილერებთან/დიდ კლიენტებთან მოლაპარაკებებში და უზრუნველყოფს თანამშრომლობის პირობების ჩამოყალიბებას
** მართავს ფასდაკლებებისა და შეთავაზებების პროცესს კომპანიის ჩარჩოებით
** ატარებს გუნდის ტრენინგებს და ახალ თანამშრომლებს უზრუნველყოფს ონბორდინგით (პროდუქტი/სერვისი/პროცესი)
** თანამშრომლობს ოპერაციებთან/ადმინისტრაციასთან, რათა კლიენტის მომსახურება იყოს სწრაფი, სტანდარტული და ხარისხიანი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების გუნდთან მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა — B2C/B2B სერვისებში)
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარები
** CRM-ის გამოყენების გამოცდილება და პროცესების დალაგების უნარი
** ლიდერობა, პასუხისმგებლობა, შედეგზე ორიენტაცია
Carex Auto | Facebook: https://shorturl.at/3l4sC
Carex Auto | Instagram: https://shorturl.at/yXzGk
Carex Auto | TikTok: https://shorturl.at/mXmWX
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი მეილზე:
sales@crx.ge
და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ: "გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი".
|
|
|
|