Робота для біженців з України
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: მედიქალ ვორლდი
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 08 თებერვალი
"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს საქართველოს მასშტაბით. კომპანია "მედიქალ ვორლდი" ასევე ფლობს საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს, რომელიც "მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის" სახელითაა ცნობილი.

"Medical World Spa&Wellnes"კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან "მედიქალ ვორლდის" ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.

"მედიქალ ვორლდის" გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.

"მედიქალ ვორლდი" აცხადებს ვაკანსიას ოფისში დიასახლისის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 3
სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00-დან 18:00 საათამდე)
ანაზღაურება: 800 ლარიდან

სამუშაოს აღწერა:

** ოფისში სანიტარულ-ჰიგიენიური სტანდარტის უზრუნველყოფა;

** ავეჯისა და ინვენტარის ზედაპირების, იატაკის, კედლების, ჭერის, სველი წერტილების, ტექნიკური და დამხმარე ფართების დასუფთავება/დამუშავება დეზინფექტანტით, განსაზღვრული პერიოდულობითა და საჭიროების მიხედვით.

მოთხოვნები:

სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;

** ორგანიზებულობა;
** მაღალი დისციპლინა.

ჩვენთან დაგხვდებათ:



** სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;


** FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;


ბენეფიტები:

** მნიშვნელოვანი ფასდაკლება ანალიზებზე (ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც).

** კანდიდატები, გაივლიან ინდივიდუალურ გასაუბრებას;

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან საკონტაქტო ნომერი მითითებულ მეილზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება hr.mwlab@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე