Робота для біженців з України
ტენდერი: სტამბის შერჩევა თბილისში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი: სტამბის შერჩევა თბილისში
მომწოდებელი: CENN
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 20 იანვარი
თანდართული ფაილი: 692460_CENN___Printing_House___Technical_Assignment_2745072.zip
"CENN", ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის (1 წელი), აცხადებს ტენდერს თბილისში სტამბის შერჩევის მიზნით.

კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება:

** ბროშურების, ტრიპლეტების, პოსტერების, კალენდრების და სხვადასხვა საინფორმაციო მასალების ბეჭდვა;
** სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2026 წლის 20 იანვრის ჩათვლით (18:00 საათი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
** მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება დღგ-ს გარეშე (ტექნიკური დავალების შესაბამისად/სავალდებულო);
** 2026/2025 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (სავალდებულო).

სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

** მომსახურების ფასი;
** განაცხადის მოთხოვნასთან შესაბამისობა;
** შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება)

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

საკონტაქტო ინფორმაცია: გიორგი მამფორია, მობ: +995 591 21 99 11
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე