|
დასახელება:
ტენდერი: მაღალი დონის სასტუმროს შერჩევა თბილისში
|
| მომწოდებელი:
CENN
|
|
გამოქვეყნდა: 08 იანვარი
/ ბოლო ვადა: 20 იანვარი
|
"CENN" ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის (1 წელი) აცხადებს ტენდერს თბილისში მაღალი დონის სასტუმროს შერჩევასთან დაკავშირებით.
სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება:
** სტუმრების განთავსება სასტუმროში, წლის ნებისმიერ დროს;
** ნომრების სისუფთავე;
** სანიტარული წერტილებისა და კონდიცირების სისტემების გამართული მუშაობა;
** სველ წერტილებში ცხელი წყალი;
** საკონფერენციო დარბაზით მომსახურება, წლის ნებისმიერ დროს;
** საკონფერენციო დარბაზის აღჭურვა პრეზენტაციის ჩასატარებლად საჭირო აპარატურით (პროექტორი, პროექტორის ეკრანი და ა.შ.)
** საკონფერენციო დარბაზსა და ნომრებში მაღალი სიჩქარის ინტერნეტ სერვისი;
** სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა გამოაგზავნონ 2026 წლის 20 იანვრის ჩათვლით (18:00 საათი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org
სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს:
** ოთახების რაოდენობასა და მათ ღირებულებას (ლარში, დღგ-ს გარეშე, სავალდებულო);
** საკონფერენციო ოთახების რაოდენობასა და მათი ერთი სრული დღის ღირებულებას (ლარში, დღგ-ს გარეშე, სავალდებულო);
** ZOOM-ის ტექნიკური ჯგუფის ერთი სრული დღის მომსახურების ღირებულებას (ჰიბრიდული კონფერენციის მართვა, ლაივის გაშვება (ზუმის ექაუნთი - დამკვეთის), კამერით გადაღება, ტექნიკური მომსახურება. ლარში, დღგ-ს გარეშე, სავალდებულო);
** ყავა-ჩაის, ლანჩის და ვახშმის ღირებულებებს (ლარში, დღგ-ს გარეშე, სავალდებულო);
** 2026/2025 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (სავალდებულო);
არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.
სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
** მომსახურების ღირებულება;
** განაცხადის მოთხოვნასთან შესაბამისობა;
** შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება
საკონტაქტო ინფორმაცია: გიორგი მამფორია, მობ: +995 591 21 99 11
|
|
|
|