Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=692454&print=yes&view=jobs
 
ტენდერი: სამკერვალო ატელიეს შერჩევა თბილისში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი: სამკერვალო ატელიეს შერჩევა თბილისში
მომწოდებელი: CENN
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 20 იანვარი
თანდართული ფაილი: 692454_CENN___Sewing_Atelier___Technical_Assignment_3786320.zip
"CENN", ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის (1 წელი), აცხადებს ტენდერს თბილისში სამკერვალო ატელიეს შერჩევის მიზნით.

კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება:

** მაისურის, ჰუდის, კეპის, სვიტერის, ჩანთისა და სხვადასხვა ტიპის ტანისამოსის დამზადება, შემდგომი ბრენდირებით;
** სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა გამოაგზავნონ 2026 წლის 20 იანვრის ჩათვლით (18:00 საათი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
** ღირებულება დღგ-ს გარეშე (ტექნიკური დავალების შესაბამისად / სავალდებულო);
** ტექნიკურ დავალებაში ჩამოთვლილი პროდუქციის ნიმუშები (წარმოდგენა ჩაითვლება უპირატესობად);
** 2026/2025 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (სავალდებულო).

სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

** მომსახურების ფასი;
** მომსახურების ხარისხი (ტექნიკური დავალების შესაბამისად წარმოდგენილი ნიმუშების კერვის და ბეჭდვის ხარისხის მიხედვით);
** განაცხადის მოთხოვნასთან შესაბამისობა;
** შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება);

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

საკონტაქტო ინფორმაცია: გიორგი მამფორია, მობ: +995 591 21 99 11
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია