|
დასახელება:
აბონენტთა ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
გლობალ სელი
|
|
გამოქვეყნდა: 08 იანვარი
/ ბოლო ვადა: 08 თებერვალი
|
სატელეკომუნიკაციო კომპანია "გლობალ სელი" აცხადებს ვაკანსიას
აბონენტთა ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის (ღამის ცვლა) პოზიციაზე.
თუ გსურს სტაბილური სამუშაო გარემო და პროფესიული განვითარება სატელეკომუნიკაციო სფეროში, "გლობალ სელი" გაძლევს შესაძლებლობას შეუერთდე აბონენტთა ტექნიკური მხარდაჭერის გუნდს. ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლიან, დეტალებზე ორიენტირებულ და მომხმარებელზე ფოკუსირებულ კანდიდატს
პოზიციის აღწერა:
აბონენტთა ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი პასუხისმგებელი იქნება მომხმარებლებისთვის ტექნიკური დახმარების გაწევაზე ღამის ცვლაში, კონსულტაციის მიწოდებაზე და პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტაზე.
სამუშაო გრაფიკი:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ბიზნეს ცენტრი "სახლი ოპერასთან", მარი ბროსეს N2
** სამუშაო საათები: 21:00 - 09:00
** ყოველ მესამე ღამეს
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლების კონსულტაცია სატელეფონო, წერილობითი და/ან ონლაინ არხებით
** ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრა
** როუმინგთან და მომსახურების პირობებთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება
** მომხმარებელთა მონაცემების სწორად და დროულად დაფიქსირება სისტემაში
** საჭიროების შემთხვევაში პრობლემის გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტთან
** მომსახურების მაღალი სტანდარტების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** მომხმარებელთან კომუნიკაციის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
პიროვნული უნარები:
** კომუნიკაბელურობა
** პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი
** მომხმარებელზე ორიენტირებული და თავაზიანი მიდგომა
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ გუნდს
ანაზღაურება:
ერთი ცვლის/მორიგეობის ანაზღაურება 100-დან 150 ლარამდე კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: hr@globalcell.ge
|
|
|
|