|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ლაივ საფორთი
|
|
გამოქვეყნდა: 08 იანვარი
/ ბოლო ვადა: 08 თებერვალი
|
"Livesupport" არის IT სერვისებისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების პროვაიდერი, რომელიც 10 წელია, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ ორგანიზაციებს სთავაზობს სრულმასშტაბიან IT მხარდაჭერას, ინფრასტრუქტურის მართვასა და კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებებს.
პოზიციის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
ფუნქცია-მოვალეობები:
** სატელეფონო, Email, LinkedIn შეთავაზებების მართვა
** პოტენციურ კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაცია და შეხვედრების ჩანიშვნა
** CRM სისტემაში რეპორტინგის წარმოება
** ყოველთვიური გეგმის შესრულება
ძირითადი მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა (B1)
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია CRM სისტემების ცოდნა/გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** მიზანდასახული, შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებული
შრომითი ურთიერთობების პირობები:
** I თვე: 500 ლარი - ტრენინგი, სერვისების და გაყიდვების პროცესის გაცნობა
** II თვე: ფიქსირებული 1, 000-2, 000 ლარი + 5%-10% მიმდინარე პორტფელის გაყიდვებიდან - შედეგზე დაფუძნებული, ზრდის მოტივაციას
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00
** სამუშაოს შესრულების ადგილი: 2 თვე - ოფისში, შემდგომ - დისტანციურად
შერჩევის ეტაპები:
ეტაპი 1. CV-ების განხილვის შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება
ეტაპი 2. სატესტო ცივი ზარის (Cold Call) განხორციელება პოტენციურ კომპანიასთან
შენიშვნა: ზარის ეფექტურად სამართავად წინასწარ მოგაწვდით ინფორმაციას პოტენციური კომპანიის შესახებ.
თუ თვლი, რომ ვაკანსიის აღწერაში შენზეა საუბარი, მაშინ, გამოგვიგზავნე რეზიუმე მისამართზე: hr@livesupport.ge და მეილის სათაურის ველში მიუთითე - "გაყიდვების მენეჯერი".
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, კომპანია Livesupport-ს აძლევთ უფლებას, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად, გამოცხადებულ ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
|
|
|
|