Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=692422&print=yes&view=jobs
 
ფლებოტომისტის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფლებოტომისტის დამხმარე
მომწოდებელი: კონსილიუმ მედულა
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 08 თებერვალი
კლინიკა "კონსილიუმ მედულა" ეძებს პასუხისმგებლობიან და მოწესრიგებულ ფლებოტომისტის დამხმარეს, რომელიც უზრუნველყოფს ლაბორატორიული პროცესების მხარდაჭერას და დაეხმარება საექთნო-სამედიცინო პერსონალს ყოველდღიურ საქმიანობაში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 14:00
ანაზღაურება: 500 ლარი (დარიცხული)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის (გამოცდილების არქონის შემთხვევაში უზრუნველყოფილია ადგილზე სწავლება);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინირებულობა;
** ფიზიკური დატვირთვისთვის მზადყოფნა;
** გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
** სისუფთავისა და ორგანიზებულობის დაცვა;
** კონფიდენციალურობის დაცვის მზაობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფლებოტომისტის მიერ აღებული სისხლისა და სხვა ბიოლოგიური მასალის უსაფრთხო ტრანსპორტირება ლაბორატორიაში დადგენილი წესების შესაბამისად;
** ლაბორატორიული პროცესების მიმდინარეობაში ფლებოტომისტის დახმარება;
** საჭიროების შემთხვევაში, სხვა ექთნების დახმარება მიმდინარე სამუშაოებში (მათ შორის თეთრეულის, სახარჯი და სხვა მასალების გადატანა);
** სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და წესრიგის დაცვაში მონაწილეობა;
** შიდა წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ განვითარებას ტრენინგებისა და პრაქტიკული გამოცდილების გზით;
** მხარდამჭერ და მეგობრულ გუნდს.

თუ ხარ დაინტერესებული შენი რეზიუმე გამოგვიგზავნე ელექტრონულ მისამართზე: hr@medconsilium.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია