Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Mata Fitness
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 08 თებერვალი
"Mata fitness" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე!

მდებარეობა: ქ. თბილისი (გლდანის ფილიალი)
სამუშაო გრაფიკი: 1 ან 2 დღე (შაბათი-კვირა)
სამუშაო დრო: 15:00-22:00 სთ
მდებარეობა: ქ. თბილისი (მოსკოვის გამზირი ფილიალი)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი 15:00-22:00 სთ, შაბათი 08:00-15:00 სთ, კვირა 15:00-22:00 სთ.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების მიღება/დახვედრა
** მომხმარებლების დეტალური კონსულტაცია, მომსახურებებისა და პროდუქციის შესახებ
** მომხმარებლების რეგისტრაცია
** მომხმარებელთან ანგარიშსწორება, სალარო აპარატთან/ტერმინალთან მუშაობა
** სატელეფონო ზარების პასუხი
** სოციალურ ქსელში შემოსულ შეტყობინებებზე პასუხი.
** სპორტული საკვები დანამატების რეალიზაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** სალაროსთან სამუშაო გამოცდილება
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** გამართულად წერის უნარი

პოზიციისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** ყურადღებიანი
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სხარტი აზროვნების უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის გამართული კულტურა
** გუნდური მუშაობის უნარი
** უკუკავშირისთვის ღიაობა

გახდი ჩვენი გუნდის წევრი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელფოსტაზე hrmatafitness@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ -"ადმინისტრატორი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე