|
დასახელება:
მთავარი ბუღალტერი-ჯგუფის უფროსი
|
| მომწოდებელი:
ალტიდო
|
|
გამოქვეყნდა: 08 იანვარი
/ ბოლო ვადა: 08 თებერვალი
|
საბუღალტრო და აუდიტორული კომპანია შპს "ალტიდო" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის-ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე.
ჯგუფის უფროსის უშუალო მოვალეობაა უხელმძღვანელოს ჯგუფში შემავალი კომპანიების საბუღალტრო აღრიცხვას და კოორდინაცია გაუწიოს მის დაქვემდებარებაში მყოფი ბუღალტრების მუშაობას.
ძირითადი მოვალეობები:
** ჯგუფში შემავალი ბუღალტრების საქმიანობის კოორდინაცია, მათთვის ფუნქციების ეფექტურად გადანაწილება მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა და კონტროლი.
** პირველადი დოკუმენტაციის სისრულის კონტროლი.
** ყოველთვიური და ყოველწლიური წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა.
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ეკონომიკური განათლება
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** საგადასახადო კანონმდებლობის სიღრმისეულად ცოდნა
** ACCA სერტიფიკატის მქონე კანდიდატებს მიენიჭება უპირატესობა
** საოფისე პროგრამების სრულფასოვნად ცოდნა
** აუცილებელია MS Excel-ის სრულფასოვნად ცოდნა
** "Oris ბუღალტერიაში", "FINA"-ში ან/და საქართველოში გავრცელებულ საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა
უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის დონე
** გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალური და სწრაფი
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: gkavelashvili@altido.ge; nmukhiashvili@altido.ge
|
|
|
|