|
დასახელება:
წარმოების უფროსი
|
| მომწოდებელი:
იფქლი დიღომი
|
|
გამოქვეყნდა: 08 იანვარი
/ ბოლო ვადა: 08 თებერვალი
|
მრავალწლიანი გამოცდილების პურ-პროდუქტების კომპანია "იფქლი დიღომი" ერთ-ერთ საწარმოში აცხადებს ვაკანსიას წარმოების უფროსის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღმის მასივი
ანაზღაურება: 4000 ლარიდან, კვალიფიკაციის შესაბამისად
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** წარმოების პროცესების ორგანიზება, პერსონალის სამუშაოს ორგანიზება და ხარისხიანი შესრულების კონტროლი;
** წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის, მასალების, ინგრედიენტებისა და შესაფუთი მასალების შესყიდვებზე განაცხადის დროული მომზადება;
** დანადგარების გამართულად მუშაობის კონტროლი და ნებისმიერი ხარვეზის შემთხვევაში საკითხის დროული მოგვარების უზრუნველყოფა;
** ნაშთების მართვა და შესაბამისი აღრიცხვების წარმოება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და საქმის ეფექტურად გადანაწილება;
** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა (HACCP)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 3 წელი მუშაობის გამოცდილება საწარმოო პროცესების მართვის მიმართულებით;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** შედეგებზე ორიენტირება
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: ipklihr@gmail.com, და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელფოსტის სათაურის ველში. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება
|
|
|
|