Робота для біженців з України
საოპერაციო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: ინსერვისი
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 08 თებერვალი
შპს "ინსერვისი" აცხადებს საოპერაციო მენეჯერის ვაკანსიას, გეგმური სამუშაოების მიმართულებით.

ჩვენ ვართ საინჟინრო კომპანია, რომელიც 2009 წლიდან ფუნქციონირებს და ოპერირებს გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და სხვა საინჟინრო სისტემების ტექნიკურ მომსახურების სფეროში ქვეყნის მასშტაბით.

ვემსახურებით კომერციულ ობიექტებს, ბანკებს, ოფისებს, სასტუმროებსა და საცხოვრებელ კომპლექსებს.

მოვალეობები:

** გეგმური ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვა და კვარტალური გრაფიკების შედგენა
** ტექნიკური პერსონალისა და ჯგუფების კოორდინაცია
** სამუშაოების შესრულების მონიტორინგი ვადებისა და მოცულობების მიხედვით
** ობიექტებზე ჩატარებული სამუშაოების აღრიცხვა და კონტროლი
** ტექნიკურ გუნდთან და ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია საუკეთესო შედეგის მიღწევის მიზნით
** შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშგების მომზადება

კვალიფიკაცია:

** გამოცდილება მომსახურების, ოპერაციების ან გეგმური სამუშაოების მართვაში, მენეჯერულ პოზიციაზე.
** ორგანიზებული და სისტემური მუშაობის უნარი
** საოფისე პროგრამების (Excel და სხვა) საბაზისო ცოდნა

რას გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაოს მზარდ კომპანიაში
** ჩამოყალიბებულ სამუშაო პროცესებს
** პროფესიულ განვითარებას
** ანაზღაურებას გამოცდილებისა და შესაძლებლობების შესაბამისად

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 2500 - 3000 ლარი (ნეტ), კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@inservice.ge. სათაურით " საოპერაციო მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე