Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: JACNSPA
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 08 თებერვალი
"JACNSPA" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ჩვენს შესახებ: "JACNSPA" არის თანამედროვე სპა-ცენტრი საცურაო აუზით, რომელიც სტუმრებს სთავაზობს მაღალი ხარისხის მომსახურებას, სასიამოვნო გარემოსა და კომფორტს.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის N63 (ორთაჭალა)

სამუშაო გრაფიკი:

** კვირაში 5 დღე
** მცოცავი გრაფიკი (დილისა და საღამოს ცვლები)
** ანაზღაურება: 1200 ლარი

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ინგლისური დარუსული ენის საშუალო დონეზე ფლობა (სალაპარაკო უნარები აუცილებელია)
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალობა და ორგანიზებულობა
** ენერგიულობა და თავაზიანობა
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი
** სასურველია კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტის გახსნა და დაკეტვა
** სტუმრების მიღება და მომსახურების სტანდარტების დაცვა
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება (გადასახადების მართვა)
** კომპიუტერული პროგრამების გამოყენება (დაჯავშნები, ჩანაწერები, ფინანსური ოპერაციები)
** სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი ადმინისტრაციულ სივრცეში
** საჭიროების შემთხვევაში მენეჯმენტთან კომუნიკაცია და ანგარიშგება

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: contact@jacnspa.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე