Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=692401&print=yes&view=jobs
 
რესტორნის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რესტორნის მენეჯერი
მომწოდებელი: რესტორანი ატმოსფერო
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 08 თებერვალი
"NQ Hospitality Management Group", რომელიც ოპერირებს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში (სასტუმრო და სარესტორნო მომსახურება), აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.

"რესტორანი Atmosphere", რომელიც მდებარეობს ბათუმის ერთ-ერთ გამორჩეულ და ტურისტულად აქტიურ ლოკაციაზე — ანბანის კოშკში, ეძებს გამოცდილ, პასუხისმგებლობიან და მოტივირებულ მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტის შეუფერხებელ ფუნქციონირებას, პროცესების ეფექტურ მართვას და მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვას.

რესტორნის მენეჯერი პასუხისმგებელია მომსახურების ხარისხის მართვაზე და მისი მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს, რომ თითოეულ სტუმარს დახვდეს კომფორტული, ესთეტიკურად გამართული და პროფესიონალური გარემო, რომელიც სრულ შესაბამისობაშია რესტორნის კონცეფციასა და ბრენდის სტანდარტებთან.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** რესტორნის ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი
** მომსახურების ხარისხისა და სერვისის სტანდარტების უზრუნველყოფა და მუდმივი მონიტორინგი
** მომსახურე პერსონალის მართვა, კოორდინაცია და მუშაობის ეფექტიანობის შეფასება
** სტუმრებთან უშუალო კომუნიკაცია და მაღალი დონის მომსახურების უზრუნველყოფა
** სტუმრების უკუკავშირის მიღება, ანალიზი და შესაბამისი რეაგირება
** რესტორნის მენეჯმენტთან მჭიდრო თანამშრომლობა
** რესტორნის კონცეფციის, ბრენდის იმიჯისა და შიდა რეგულაციების დაცვა
** ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების შესრულების კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რესტორნის ან სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** მომსახურების მაღალი სტანდარტებისა და სტუმართმოყვარეობის პრინციპების ცოდნა
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფის ცოდნა და სტუმარზე ორიენტირებული მიდგომა
** ეფექტური კომუნიკაციისა და სამუშაო პროცესების ორგანიზების უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია; რუსული ენა ჩაითვლება უპირატესობად
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

რას გთავაზობთ ჩვენ:

** სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ და დინამიკურ გუნდს

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@nqhospitality.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია