Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=692393&print=yes&view=jobs
 
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ჰიტეკო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 08 თებერვალი
სამშენებლო კომპანია "ჰიტეკო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"ჰიტეკო ჯგუფი" ფუნქციონირებს 2018 წლიდან და ეწევა სამშენებლო საქმიანობას.

ჩვენი მთავარი მიზანია, პროფესიონალი და ორგანიზებული გუნდის მეშვეობით, ყველა პროექტი შესრულდეს უმაღლესი ხარისხით და შეთანხმებულ ვადებში.

სამუშაო გრაფიკი: სრული (09:00 საათიდან 18:00 საათამდე)
ლოკაცია: თბილისი

პოზიციის მიზანი: საწყობის მენეჯერის მიზანია ერთიანი, სტანდარტიზებული სასაწყობე სისტემის შექმნა, დანერგვა და მართვა, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო მასალების ზუსტ აღრიცხვას, ეფექტურ კონტროლს და შეუფერხებელ მიწოდებას სამშენებლო ობიექტებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სასაწყობე პროცესების დაგეგმვა, სტრუქტურირება და სისტემურად გამართვა
** სამშენებლო ობიექტებზე არსებული საწყობების ორგანიზება და ერთიან სისტემაში გაერთიანება
** მასალების მიღების, გაცემის, გადაადგილებისა და აღრიცხვის პროცესების მართვა
** სასაწყობე დოკუმენტაციისა და შიდა რეგლამენტების შემუშავება და დანერგვა
** მარაგების კონტროლი და საჭიროების პროგნოზირება სამშენებლო პროექტების მოთხოვნების შესაბამისად
** სამშენებლო ობიექტების ხელმძღვანელებთან და პროექტის მენეჯერებთან კოორდინაცია
** აღრიცხვის სისტემის (Excel/პროგრამული უზრუნველყოფა) დანერგვა და მართვა
** დანაკარგების, დაზიანებებისა და არამიზნობრივი გამოყენების პრევენცია
** პერიოდული ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისთვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** სასაწყობე სფეროში მუშაობის გამოცდილება
** სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება
** პროცესების დამოუკიდებლად დაგეგმვისა და სისტემების შექმნის უნარი
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა
** Excel-ის ან სხვა აღრიცხვის სისტემების ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი სხვადასხვა გუნდთან

ჩვენ გთავაზობთ

** სისტემის შექმნისა და განვითარების რეალურ შესაძლებლობა
** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული ზრდის პერსპექტივას
** კონკურენტულ ანაზღაურებას (გამოცდილების მიხედვით)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: info@splendidtbilisi.com

Subject-ში მიუთითეთ: "საწყობის მენეჯერი"

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

თქვენი განაცხადის გაგზავნით, გვაძლევთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება აპლიკანტის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიებზე.
აპლიკანტს შეუძლია მოითხოვოს პერსონალური ინფორმაციის განახლება, დამატება ან წაშლა.

აღნიშნულთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@splendidtbilisi.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია