Робота для біженців з України
ექაუნთ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექაუნთ მენეჯერი
მომწოდებელი: Eventive Georgia
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 08 თებერვალი
კომპანია "Eventive Georgia" აცხადებს ვაკანსიას ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "Eventive Georgia" (https://eventive.ge) არის წამყვანი Full-Scale Event Management Company, რომელიც ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2019 წლიდან. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება, ასევე და ღონისძიებისთვის აუცილებელი ინვენტარის გაქირავება. კომპანია წარმატებით განახორციელებს კორპორატიულ, ტურისტულ, ქორწილისა და MICE ღონისძიებებს საქართველოში.

პოზიციაზე მივესალმებით კომუნიკაბელურ, პრეზენტაბელურ, აქტიურ, განვითარებასა და შედეგების მიღწევაზე ორიენტირებულ კანდიდატებს.

სამუშაო ადგილი - თბილისი (საბურთალო, ლვოვის ქ. #95)
სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათი-პარასკევი) 10:00- 19:00 სთ.
ანაზღაურება - ფიქსირებული 1800 NET + ბონუსი რეალიზებული პროექტებიდან
დამატებითი სარგებელი - ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო ხარჯები, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია მოთხოვნის მიღებიდან პროექტის სრულ დასრულებამდე;
** კომერციული შეთავაზებების, ბიუჯეტისა და პრეზენტაციების მომზადება;
** ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე სხვადასხვა პროდუქტის (ადგილმდებარეობა, მომსახურება და ა.შ.) მოძიება და მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** კლიენტის მოთხოვნების კოორდინაცია შიდა გუნდთან (event planner, coordinator, logistics და სხვა)
** კონტრაქტებისა და შეთანხმებების წარმოება/ მართვა
** დამატებითი გაყიდვების (upsell / cross-sell) შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** ღონისძიების დასრულების შემდეგ შედეგების ანალიზი, .კლიენტის კმაყოფილების მონიტორინგი და უკუკავშირის შეგროვება;
** არსებული კლიენტების მართვა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
** ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ექაუნთ მენეჯერის, გაყიდვების ან კლიენტებთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (ღონისძიებების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
** ორგანიზებულობა, და დეტალებზე ორიენტირებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების (MS Office / Google Workspace) ცოდნა

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე info@eventive.ge არაუგვიანეს 20 იანვრისა.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე