|
დასახელება:
მძღოლი
|
| მომწოდებელი:
Inex Group
|
|
გამოქვეყნდა: 07 იანვარი
/ ბოლო ვადა: 07 თებერვალი
|
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
"ინექს გრუპი" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. "ინექს გრუპი" ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე
ანაზღაურება: 2000 +
საქმიანობის აღწერა:
** საფოსტო გზავნილების უვნებლად და დაუზიანებლად ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** გამოყოფილი ავტომობილის გამართულობაზე ზრუნვა;
** კომპანიის მხრიდან დაწესებული სტანდარტებისა და ნორმების დაცვა;
** ნებისმიერი სხვა ლოჯისტიკური დავალებების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა B, სასურველია C კატეგორიაც;
** სატვირთო მანქანის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
უნარები:
** კოლეგიალურობა;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge, სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი სათაური: "მძღოლი".
კომპანია "ინექს გრუპი" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|