|
დასახელება:
ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
ინსერვისი
|
|
გამოქვეყნდა: 06 იანვარი
/ ბოლო ვადა: 06 თებერვალი
|
"ინსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის თანამდებობაზე, სასერვისო ჯგუფში.
კომპანია "ინსერვისი" ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე 2009 წლიდან და არის საქართველოს წამყვანი საინჟინრო კომპანია, რომელიც ახორციელებს გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და სხვა საინჟინრო სისტემების გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას ქვეყნის მასშტაბით.
ჩვენი კლიენტები წარმოადგენენ კომერციულ ცენტრებს, ბანკებს, სასტუმროებს, საოფისე და საცხოვრებელ კომპლექსებს.
ჩვენი კლიენტები 2009 წლიდან არიან: თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, ტერა ბანკი, თეგეტა მოტორსი, ახალი ნათება, ამანათი და ა.შ.
ვეძებთ გეგმური სამუშაოების ინჟინერს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** გეგმური სამუშაოების შესრულება — დავალებების მიღება, დაგეგმვა და შესრულება დადგენილი წესის მიხედვით
** გათბობა-კონდიცირება და ვენტილაციის სისტემების აღრიცხვა — დანადგარების აღწერა, პარამეტრების დაფიქსირება და მონაცემების განახლება
** გეგმური ტექნიკური მომსახურების ჩატარება — HVAC სისტემების გეგმური შემოწმება და მომსახურება სრული რეგლამენტის გათვალისწინებით
** ტექნიკური შემოწმებების შესრულება — დანადგარების შემოწმება ტექნიკური პარამეტრებისა და მითითებების მიხედვით
** კლიენტთან ადგილზე ვიზიტი — პრობლემების პირველადი დიაგნოსტირება და საჭირო ინფორმაციის შეგროვება
** მომსახურების შედეგების დოკუმენტირება — შესრულებული სამუშაოების დეკლარირება შესაბამის აპლიკაციებში, ფოტოების და მონაცემების ატვირთვა
სამუშაო გრაფიკი:
** კვირაში 40 სამუშაო საათი
** დასვენების დღეები: კვირა + დამატებით ერთი სამუშაო დღე არჩევით (ჯამში კვირაში 2 დღე)
ანაზღაურება და პირობები:
** ყოველთვიური ანაზღაურება: 1500-1850 ლარი (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
** დამატებითი ანაზღაურება: ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება და დამატებითი ბონუსების სისტემა.
** შრომითი ხელშეკრულების მინიმალური ვადა: 6 თვე
** გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე (სრულად ანაზღაურებადი)
ტექნიკური გამოცდილების არ არსებობის შემთხვევაში, გამოსაცდელი პერიოდის საფეხურები (სრული პერიოდი არ აღემატება 3 თვეს)
1. პირველი ეტაპი - შესავალი
** მიმაგრება კვალიფიციურ თანამშრომელზე (დამხმარე მენეჯერი)
** სამუშაო პროცესის გაცნობა
** ტრენინგისა და პასუხისმგებლობის გარეშე
2. მეორე ეტაპი - ტექნიკური მომზადება
** შიდა ტექნიკური და მიზნობრივი ტრენინგი (ჯამში 6 საათი)
** მიმაგრება მენეჯერზე სამუშაო სპეციფიკის დახვეწისთვის
** ეტაპობრივად იზრდება პასუხისმგებლობა და დატვირთვა
3. მესამე ეტაპი - დამოუკიდებელი საქმიანობა
** საჭირო ინვენტარის მიღება
** შესაბამისი ტრენინგების დასრულება
** გეგმური სამუშაოების დამოუკიდებლად შესრულება
ფინანსური ანაზღაურება გამოსაცდელი პერიოდის თითოეულ ეტაპზე.
** პირველი ეტაპი: 800 ლარი (დარიცხული ნამუშევარი დღეების მიხედვით)
** მეორე ეტაპი: 1100 ლარი (დარიცხული ნამუშევარი დღეების მიხედვით)
** მესამე ეტაპი: 1500 ლარი (დარიცხული ნამუშევარი დღეების მიხედვით)
სამივე ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ თანამშრომელი გადადის ძირითადი შტატში, შესაბამისი ფიქსირებული ხელფასით, რომელიც წინასწარ განსაზღვრული ანაზღაურების ბადეშია მოყვანილი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე hr@inservice.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ინჟინერი".
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|