Робота для біженців з України
იურისტის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტის თანაშემწე
მომწოდებელი: მედკაპიტალი
გამოქვეყნდა: 06 იანვარი / ბოლო ვადა: 20 იანვარი
შპს "მედკაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანაშემწის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 9:30-17:30 (ორშ-პარ);
ადგილმდებარეობა: გლდანი, მეტროსთან ახლოს;

კომპანიის შესახებ:

შპს "მედკაპიტალი" 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, საოჯახო მედიცინის დარგში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 450 თანამშრომელი და დარეგისტრირებულია 140 000 ბენეფიციარი.

ძირითადი მოვალეობები:

** იურისტის მითითებით იურიდიული ინფორმაციის მოძიება, მოძიებული ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი ნორმატიული აქტების ნუსხის შედგენა;
** სპეციალიზებული იურიდიული გამოცემების და სხვა მასალების ყოველდღიური ანალიზი, ძალაში შესული ნორმატიული აქტების გაცნობა და მათი მიმოხილვის მომზადება;
** იურიდიული დოკუმენტების (ხელშეკრულებები, მოთხოვნები, საჩივრები) პროექტების მომზადება და იურისტისათვის გადაცემა კორექტირებისა და დამტკიცებისათვის;
** იურისტის დავალებით სახელმწიფო, სასამართლო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და სხვა ორგანიზაციებში იურიდიული საკითხების გადაწყვეტა (განმარტებების მიღება, დოკუმენტების მიღება და ჩაბარება და ა.შ.);
** იურიდიული დოკუმენტაციის აღრიცხვა;
** იურიდიული სამსახურისთვის განკუთვნილი კორესპონდენციის ანალიზი;
** გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ყოველდღიური ანგარიშის წარდგენა იურისტისთვის;
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში დოკუმენტაციის ხელმოწერა და ვიზირება;

ძირითადი მოთხოვნები:

** კანონების და ნორმატიული აქტების ცოდნა, რომლებიც არეგულირებენ ორგანიზაციულ და კომერციულ საქმიანობას;
** სამოქალაქო, სამეწარმეო, კომერციული, ადმინისტრაციული, შრომის, საფინანსო, საგადასახადო, ჯანმრთელობის დაცვის სფეროს მიკუთვნებული და სხვა კანონმდებლობის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარების შესაძლებლობას;
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობას;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

თუ ფიქრობთ, რომ თავს გაართმევთ ზემოთ ჩამოთვლილ მოვალეობებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@Medcapital.ge 2026 წლის 20 იანვრის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ათი სამუშაო დღის განმავლობაში.წარმატებას გისურვებთ!

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მედკაპიტალი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე